05:10 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 18:01:42, 1533 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: უვიზო მიმოსვლა ბევრი ადამიანისთვის მომავლის უკეთეს პერსპექტივას უკავშირდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებსი სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, შეჩერების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

მისივე თქმით, პრაქტიკულად ტექნიკური ბარიერი მოხსნილია:

„შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სრულფასოვნად აქვს შესრულებული ყველა მოთხოვნა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ამაზე არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი, ჩვენ ველოდებით, რომ ძალიან მალე, ყველა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდგომ, საქართველოს მოქალაქეებს უკვე რეალურად მიეცემათ ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის პერსპექტივა. ეს არის პირველ რიგში ხელშესახები სარგებელი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. მეორე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ეს არის წარმატებული პროცესი და წარმატებული თანამშრომლობა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა შემდგომი წარმატებული ნაბიჯი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ხელმისაწვდომს ხდის ახალ სარგებელს და ჩვენ მზად ვართ, ეს სარგებელი, გულისხმობს ეს მიმოსვლის თავისუფლებას, თუ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე სხვადასხვა სარგებელს, ხელმისაწვდომი გავხადოთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელი ჩვენი მოსახლეობისათვის. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ უვიზო მიმოსვლაზე, რომელიც ბევრი ადამიანისათვის უკავშირდება მომავლის უკეთეს პერსპექტივას. შვილების უკეთეს მომავალს და ვსაუბრობთ იმ მოსახლოებაზე, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირად რამდენიმე მეტრში გადადაგილების პრობლემა აქვს მავთულხლართების და სხვადასხვა დაბრკოლებების გამო. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან ფასეულია და ძალიან ღირებულია სწორედ ასეთი განსხვავებული ალტერნატივის შეთავაზება და ეს არის ის მომავალი ზოგადად, რომელსაც ჩვენ მოვიაზრებთ ყველა ჩვენი მოქალაქისათვის, მთლიანად საქართველოსათვის და ძალიან განსხვავდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებისგან, ვგულისხმობ განგრძობით ოკუპაციასა და დე-ფაქტო ანექსიას რუსეთის მხრიდან”,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics