04:52 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 16:17:38, 1056 ნახვა

პოლიტიკა
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება, - შესაბამისი ცვლილებების პაკეტს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ მოამზადა, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ცვლილებები 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

გიორგი კვირიკაშვილმა თუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიხსენა, როდესაც მათ გამოთქვეს წუხილი, რომ საცხოვრებელი სახლის გაფართოების თუ ახალი ობიექტების აშენებისას, მნიშვნელოვან ბიუროკრატიასთან შეჯახება უწევდათ.

„ამიტომ დღეს, გარემოს დაცვის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს. ეს არის ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა ფიქალის ქვა და ხე-ტყე მიიღონ გამარტივებული წესით, მოკლე ვადაში და ხელმისაწვდომ ფასად. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, რათა ჩვენ თავიდან ავიცილოთ ამ გადაწყვეტილების ბოროტად გამოყენება. მეორეს მხრივ, აუცილებელია ამ პროცესის გამარტივება, რათა ის ისტორიული იერსახე, რომელიც საცხოვრებელ სახლებს თუ მცირე სასტუმროებს აქვს დღეს თუშეთში, შევინარჩუნოთ და ამავე მოდელით განვავითაროთ თუშეთის, როგორც საცხოვრებელი, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics