|
2016-12-09 15:46:33, 2376 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: ხარჯები შეიძლება, მტკივნეული გადაწყვეტილებების გარეშე შევამციროთ, თუმცა შტატების ოპტიმიზაციაც მოგვიწევს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ოპტიმიზაცია შეიძლება მტკივნეული გადაწყვეტილებების, კადრების გათავისუფლების გარეშეც მოხდეს. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ბევრი რესურსი გააჩნიათ. თუმცა, მისივე განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში, შტატების ოპტიმიზაცია მოუწევთ: „ჩვენ გვაქვს უამრავი რესურსი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების. არ არის აუცილებელი მეაათე ხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევებს ვაწყდებით და კიდევ ბევრი ხარჯი, რომელიც შეიძლება, რომ საერთოდ ყველანაირი მტკივნეული გადაწყვეტილებების გარეშე შევამციროთ, და სხვათაშორის იმის გარეშეც, რომ ჩვენ პროპორციულად 10% ადამიანები შევამციროთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ნაწილში მოგვიწევს შტატების ოპტიმიზაციაც, იქ სადაც ფუნქციონალურ რეფორმებთან გვაქვს საქმე“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)