|
2016-12-09 13:42:42, 2587 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: ევროპის საინვესტიციო ბანკის მომავალი გეგმები მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის დიდი მხარდაჭერაა
„ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა და მომავალი გეგმები ძალიან დიდი მხარდაჭერაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის დაჩქარების და მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი მნიშვნელოვანი საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ხელმოწერა სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრნენ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისათვის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაჩქარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები იქნება ამის კიდევ ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)