|
2016-12-08 14:29:52, 936 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა „OGP"-ის გლობალური სამიტის მონაწილეებს საქართველოს წარმატებული მაგალითი გაუზიარა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარიზში „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) რიგით მეოთხე გლობალური სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. ღონისძიების მონაწილეებს მინისტრმა ღია მმართველობის პროცესების მართვის შესახებ საქართველოს წარმატებული მაგალითი გაუზიარა. თეა წულუკიანმა აღნიშნული გამოცდილების შესახებ ღიამმართველობის რეფორმების კოორდინაციისა დასწორი მართვის შესახებ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების (United Nations Sustainable Development Goals - SDGs) შესახებ პანელზე ისაუბრა. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის" პროცესებს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა − საქართველოს" ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვასა და ღია მმართველობის გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების მუდმივ მონიტორინგს. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა თეა წულუკიანმა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. მინისტრმა სიტყვით მიმართა „მდგრადი განვითარების მიზნების" პანელის მონაწილეებსაც და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც სამიტზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია „მდგრადი განვითარების მიზნების" იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე. „OGP"-ის გლობალური სამიტი 2016 წლის 7 დეკემბერს გაიხსნა და 9 დეკემბერს შემაჯამებელი პლენარული სხდომით დაიხურება. „ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP"-ს შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანირეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებს ეროვნულ დონეზე იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყებაკოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯაროკონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთანინტენსიური კონსულტაციების წარმართვას. საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP"-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარე სახელმწიფოდაირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველო წამყვანი თანათავმჯდომარე გახდება ერთი წლის ვადით.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)