02:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 17:51:09, 760 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩთან იანოშ ჰერმანთან.

ვიქტორ დოლიძემ და იანოშ ჰერმანმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.  აღინიშნა ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამუშაო, დაფიქსირებული პროგრესი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის წარმატებით ჩატარებული სხდომა, სადაც, ევროკავშირის მხარიდან, ასევე, მაღალი შეფასება დაიმსახურა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზეც. 

„ვიზა, რომ არის უახლოესი გადაწყვეტილების მიღების თემა, ამაზე ბუნებრივია კვლავ ვთანხმდებით. ჩვენ ყოველდღიურად ველოდებით პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას. განწყობები არის ძალიან პოზიტიური. ყველა ამბობს იმას, რომ საქართველომ ზედმიწევნით სწორად შეასრულა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა დირექტივა და კრიტერიუმი. ჩვენ ველოდებით რაც შეიძლება დროულად გადაწყვეტილების მიღებას“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.  

„ჩვენ დახმარებებზე გავამახვილეთ ყურადღება. გვინდა, რომ აპრობირებულ იქნას აბსოლუტურად ყველა სფეროში, როგორიც არის განათლების სფერო, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და მათ შორის ენერგეტიკის სფერო. ჩვენ უკვე გავხდით ევროპის ენერგო ქარტიის მონაწილე ქვეყანა და ბუნებრივია კონკრეტულ თანხებზე არის საუბარი. ამას პრიორიტიზირება, სწორი კოორდინაცია დასჭირდება ქვეყნის შიგნით, რადგან იდენტიფიცირებულ იქნას ძირითადი სფეროები“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics