|
2016-12-06 15:04:02, 1895 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: კონსულტაციები გადაწყვეტს, იქნება თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე
„წინასწარ ვერ გეტყვით, ამას კონსულტაციები გადაწყვეტს, რომელიც უკვე დაწყებულია“,-ასე უპასუხა საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას - იქნება თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე. თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გონვირულ დროში დასრულდება. „ამაზე მუშაობა დაიწყება. უნდა იყოს და იქნება კიდეც ჩართული რა თქმა უნდა პირველ რიგში ყველა ის ინსტიტუტი, რომელსაც ეს პირდაპირ უკავშირდება და ასევე ყველა დაინტერესებული მხარე, რომელსაც შეუძლია რაღაც წვლილი შეიტანოს. პრეზიდენტი როგორც ინსტიტუტი იქნება ჩართული, ყველა ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში და საკონსტიტუციო რეფორმაში“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მანვე დასძინა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის ძალიან გამოცდილი კონსტიტუციონალისტი, რომელსაც აქვს პროგრესული და მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ამ სფეროში სამუშაო პროცესი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)