|
2016-12-05 17:06:42, 2349 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახიძე: მერიის თანამშრომლებზე ათი ათასობით ლარი იხარჯება, რომ დახვეწილობის კურსებზე იარონ
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, მაშინ, როდესაც დედაქალაქის მაცხოვრებლებს უამრავი სოცისლური პრობლემა აქვთ, მერიის თანამშრომლების მიერ დახვეწილობის კყრსებზე სიარული ამორალურია: „მაშინ, როდესაც დედაქალაქის მაცხოვრებლებს აქვთ უმძიმესი სოციალური პრობლემები, რომელიც მერიის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მოაგვაროს, ამ დროს მერიის თანამშრომლებზე იხარჯება ათი ათასობით ლარი, იმისთვის, რომ მათ ისწავლონ, რომელ ხელში დაიჭირონ დანა-ჩანგალი, და იარონ დახვეწილობის კურსებზე. როგორც ერთ-ერთ პოპულარულ სერიალშია, ეს არის ამორალური ჩემი აზრით და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რა ხელისუფლებასთან აქვს საქმე", - აღნიშნა კახიძემ. ცნობისთვის, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა კარგი მანერების შემსწავლელი კურსები უნდა გაიარონ, რისთვისაც ბიუჯეტიდან თანხაა გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)