23:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 11:49:15, 2089 ნახვა

ეკონომიკა
უდარდელი 100 დღე

უდარდელი 100 დღე - ანუ, როგორ დავისვენო სესხის საპროცენტო განაკვეთისგან მაშინ, როდესაც ფული ყველაზე მეტად მჭირდება?!  ამ კითხვაზე პასუხი ამ ეტაპზე მხოლოდ ტერაბანკშია.

საახალწლო  სამზადისისთვის, მოგზაურობისა და ზოგადად ხარჯების დასაფარად, ბანკი მომხმარებელს საახალწლო საჩუქარს უკეთებს. სესხის ათვისებიდან 100 დღის განმავლობაში ტერაბანკის მომხმარებლები 0 %-იანი განაკვეთით ისარგებლებენ, რაც იმას გულისხმობს რომ ისინი ბანკში ყოველგვარი შენატანისგან თავისუფლდებიან. მომდევნო 100 დღის განმავლობაში კი, საშეღავათო პერიოდი ძირ თანხაზე მხოლოდ პროცენტის გადახდით გრძელდება.  

რაც შეეხება სესხის ვადას, ლიმიტსა და საპროცენტო განაკვეთს ის შემდეგნაირად გამოიყურება:

არაუზრუნველყოფილი სესხი ლარში - 13.5 %  (ეფექტური 14.3%-დან) გაიცემა, დოლარში კი - 9.5% (ეფექტური 10.4%-დან);

უზრუნველყოფილი სესხის აღება კი, ლარში 13 % - დან (ეფექტური 13.8%-დან),

აშშ დოლარში  კი -  9%  -დან (ეფექტური 9.6%-დან) არის შესაძლებელი;

უზრუნველყოფილი სესხის აღება მომხმარებლებს 120 თვემდე ვადით, არაუზრუნველყოფილი სესხის კი - 48 თვემდე ვადით შეუძლიათ; არაუზრუნველყოფილი სესხის მოცულობის მაქსიმალური ზღვარი 45 000 ლარია (ეკვ. აშშ დოლარი).

შესაბამისად, თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, როგორ დააფინანსოთ თქვენი საახალწლო ანდაც - საგაზაფხულო გეგმები შეგიძლიათ ახალ წლამდე ტერაბანკის ფინანსურ სახლს ესტუმროთ და უდარდელი 100 დღის აქციაში ჩაერთოთ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics