|
2016-12-02 12:45:18, 2076 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გვენეტაძე: შეიძლება ფასი ერთ პროდუქტზე გაიზარდოს, მაგრამ არა ყველაზე
14 დეკემბერს გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და ცნობილი გახდება როგორ ვაფასებთ იმ რისკებს, რაც შეიძლება არსებობდეს ინფლაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს, რომ ინფლაცია დაბალი დარჩეს და დიდი მერყეობა არ ქონდეს. “არის აქციზების მატება, ნავთობთან დაკავშირებით შეინიშნება ფასების მატება, მაგრამ არის აგრეთვე სხვა მოვლენები, მათ შორის ბიუჯეტი 2017 წლის, რომელსაც ჩვენ ახლა ვაანალიზებთ. ძალიან ხშირად ისმის კომენტარები, რომ ყველაფერი გაძვირდა იმისდა მიუხედავად, რა ინდექსიც არსებობს და ეს არის საერთაშორისოდ შემუშავებული. ის ინდექსი, რომელიც ყველა მოთხოვნას პასუხობს, ფასების ზრდა საქართველოში არ ყოფილა, ამიტომ გთხოვთ, როდესაც ამაზეა საუბარი იქნებ ოფიციალურ სტატისტიკას გადახედოთ", - განაცხადა გვენეტაძემ. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტის ფასი იზრდება. "ვფიქრობ, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით ცუდი სიტუაცია არ გვაქვს, რადგან ეროვნულმა ბანკმა ამაზე იზრუნა, ასევე გავაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ინფლაცია დარჩეს დაბალი და არ ქონდეს დიდი მერყეობა”, - განაცხადა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)