|
2016-12-01 16:18:00, 1682 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი სესილია მალმსტრომს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. დღეს გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს ის პროგრესი,რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების პროცესზე და საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ დადებით სავაჭროდინამიკას და გამოითქვა იმედი, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. გიორგი კვირიკაშვილმა სესილია მალმსტრომს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. პრემიერის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შესაძლებლობების სრულად გამოყენებაა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ღრმა და ყოვლისმომცველითავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებულ რეფორმებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის გარემოს გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურმოდერნიზაციას. ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების პროცესში, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრივალდებულებების წარმატებით შესასრულებლად.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)