01:37 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 12:29:03, 1957 ნახვა

პოლიტიკა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებად ირაკლი მატკავა, კახაბერ გულედანი და გალაკტიონ ბუაძე დაინიშნენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებად ირაკლი მატკავა, კახაბერ გულედანი და გალაკტიონ  ბუაძე  დაინიშნენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.

პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 28-29 ნოემბრის ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ:

პირველი მოადგილე - ირაკლი მატკავა  - განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  საფრანგეთში, გრენობლის ბიზნეს სკოლაში მიიღო. გახლავთ  საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.  სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს  საგარეო ვაჭრობისა და  საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და „ტონი ბლეარ ესოშიეითს“ უფროსი მრჩეველი, პროექტის ლიდერი.

მოადგილე - კახაბერ გულედანი - განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო მრეწველობის დაგეგმვის განხრით. სხვადასხვა დროს მუშაობდა:  საქართველოს ეროვნული ბანკში, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მრჩევლის თანამდებობაზე,  „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში პროექტის მენეჯერად და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

მოადგილე - გალაკტიონ  ბუაძე - დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სამრეწველო ჯგუფში,  „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ და სხვადახვა კერძო და საერთაშორისო კომპანიებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics