21:51 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 19:12:27, 1812 ნახვა

ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილი აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის (საერთაშორისო ვაჭრობის ადმინისტრაცია) მდივნის მოადგილემ მაიკლ ლელიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი, ნინო ცეცხლაძეც ესწრებოდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან "ექსპრენიუსს" აცნობეს, შეხვედრაზე ქეთევან ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, მდგომარეობასა და შესაძლებლობებზე, ასევე მიმოიხილა სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორებში არსებული პოტენციალი. აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამებისა და  მიმდინარე სამთავრობო რეფორების შესახებ. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა OPIC-ს (აშშ-ის მთავრობის განვითარების ბანკი) საქართველოს მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და განხორციელებული მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტებისათვის.
ქეთევან ბოჭორიშვილმა  ამერიკის მხარეს ასევე მადლობა გადაუხადა  2015 წელს ჩატარებული „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე პროექტის კონსორციუმში   ამერიკული კომპანიის „კონტი ჯგუფის“ თანამონაწილეობას. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქართული მხარე  მიესალმება ამერიკული კომპანიების შემოსვლას და დაინტერესებას ქართული ბაზრით,  რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

შეხვედრაზე ორივე მხარემ  გამოხატა მხარდაჭერა  სავაჭრო მისიებთან მიმართებაში. 
 
ამერიკულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა 2017 წელს დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მხარდაჭერასა და  მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს ფინანსურ მხარდაჭერას SABIT-ის პროგრამის განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს ქართული კერძო სექტორის მხარდაჭერასა და განვითარებას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics