|
2015-03-23 15:58:07, 1854 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს. დღეს, „კრწანისში“ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდა და სწავლების პროცესს ადგილზე გაეცნო. სწავლება სიმულაციური სისტემა JCATS-ის დახმარებით ხორცილდება და თავდაცვითი ოპერაციების დროს მართვა-კონტროლისა და სამხედრო-სამეთაურო გადაწყვეტილეების პროცესის დახვეწას ისახავს მიზნად. წვრთნებში V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადაც მონაწილეობს. სწავლების სცენარი რეალურთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს, თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ხორციელდება. V ქვეითი ბრიგადისა და მისი ქვედანაყოფების შტაბები სამხედრო ოპერაციების სწორ დაგეგმვაში ვარჯიშობენ. სამეთურო-საშტაბო სწავლება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ 25 მარტამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)