00:35 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 09:53:28, 746 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაში - „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი“ მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით წარსდგებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის წევრი, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი.

მინისტრი   საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე რეფორმების განხორციელების პროცესში და ასევე იმ სარგებელზე ისაუბრებს,  რომელსაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედების შემდეგ მოიტანს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics