21:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 16:57:12, 2336 ნახვა

მსოფლიო
პროკურატურამ ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატსა და რუსეთის აგრესიის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილად ოფიციალურად გამოაცხადა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილად ოფიციალურად გამოაცხადა, - ამის შესახებ ლუცენკომ კიევის რაიონულ სასამართლოში განაცხადა. 

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, ვიქტორ იანუკოვიჩს ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, შესაბამისი დოკუმენტი კი მის ადვოკატს გადასცეს. ასევე შეტყობინებები იანუკოვიჩის ყველა მისამართზეა დგადაგზავნილი. 

“როგორც გენერალური პროკურორი მივმართავ ვიქტორ იანუკოვიჩს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 თავის 111-ე და 278-ე მუხლების შესაბამისად და გატყობინებთ, რომ თქვენ ეჭვმიტანილი ხართ სახელმწიფო ღალატში, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიზანმიმართული ქმედებების ხელშეწყობაში, რაც მიმართული იყო უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრის შეცვლისკენ, უკრაინის კონსტიტუციის დადგენილი წესრიგის დარღვევისა და აგრესიული ომის წარმოებისკენ”,  - განაცხადა ლუცენკომ.

იური ლუცენკო არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად შესაძლოა, ასევე ყოფილი პრემიერი ნიკოლაი აზაროვი გამოცხადდეს.

ამასთან, კიევის რაიონულ სასამართლოში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა მიმდინარეობს

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა 2014 წლის თებერვალში მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics