|
2016-11-28 16:12:05, 2023 ნახვა
ეკონომიკა
როგორ ავიღო ბიზნესსესხი
ვინც საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ფიქრობს, ახალ საფეხურზე გადასვლა სურს, ან გენიალური იდეა გაუჩნდა და ფინანსების მოძიებაზე ზრუნავს, მათთვის ეს ინტერვიუ განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს. ბიზნესის დაკრედიტებასა და სხვა საბანკო ბიზნესპროდუქტებზე ინფორმაციის მისაღებად ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელს - კონსტანტინე მაქაცარიას ვესაუბრეთ. ტერაბანაკში კი იმიტომ აღმოვჩნდით, რომ ,როგორც ცნობილია ,რებრენდინგის შემდეგ აქ განსაკუთრებული ბიზნესგარემო, ე.წ. ბიზნესჰაბია შექმნილი. - რა მიზანს ემსახურება ბიზნესჰაბის შექმნა ტერაბანკში? ტერაბნაკის ბიზნესსტრატეგიიდან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე. რაც გამოიხატება იმაში, რომ აღნიშნული სეგმენტის კლიენტებს ვთავაზობთ საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, იმისთვის, რომ მათ გავუადვილოთ ბიზნესის კეთება. ვთავაზობთ მაღალი სტანდარტის მომსახურებას, მოქნილობას, სისწრაფეს და , რაც მთავარია, ბიზნესკონსულტაციებს. ჩვენს ინტერესშია, რომ კლიენტმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი, რაც ბიზნესის წარმატების და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარების საწინდარია. - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესპროექტი და რა ვადაა საჭირო, რომ მიიღოს დაფინანსება ტერაბანკში? კრიტერიუმები ძალიან მარტივია: ბიზნესი უნდა არსებობდეს ბოლო 6 თვის განმავლობაში და უნდა არსებობდეს წარმატებულად. ჩვენ ვუკეთებთ ანალიზს ბიზნესის საქმიანობას, ვსწავლობთ განვითარების დინამიკას და ვიღებთ გადაწყვეტილებას დაკრედიტებასთან დაკავშირებით. ტერაბანკის ერთ-ერთი უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ბუტიკური ტიპის ბანკი გაცილებით მარტივად და უშუალოდ უდგება კლიენტს, შესაბამისად კი, ძალიან სწრაფად ხდება გადაწყვეტილების მიღება. დრო ინდივიდუალურია ყველა პროექტისთვის, საშუალოდ კი, 1-დან 3 დღემდეა საჭირო პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ბიზნესსესხის თანხის მოცულობა იწყება 3 000 $-დან (ეკვივალენტი ლარში), საპროცენტო განაკვეთი კი ინდივიდუალურად განისაზღვრება. - თუ არის ბიზნესის რომელიმე მიმართულება პრიორიტეტული ან განსაკუთრებით საინტერესო ტერაბანკისთვის? ყველა ბიზნესს ტერაბანკში განვიხილავთ ინდივიდუალურად. ვინაიდან, სფეროს მიუხედავად, ყველა ბიზნესს აქვს სპეციფიკა, საკუთარი საინტერესო და სუსტი მხარეები. სწორედ ამიტომ, ჩვენი ბიზნესანალიტიკოსების მოვალეობაა კარგად შეისწავლონ აღნიშნული საქმიანობა,შეაფასონ მათი განვითარების პერსპექტივები და დაფინანსების საჭიროება. განსაკუთრებით პოზიტიურად ვუყურებთ ახალი საწარმოების შექმნის იდეას. - გარდა საკრედიტო პროდუქტებისა, როგორც ცნობილია, ბიზნესისთვის სხვა შეთავაზებებიც გაქვთ? საკრედიტო პროდუქტებს თუ მოვიცავთ, ეს არის საკრედიტო ხაზი, რომელიც ძალიან მოქნილია ბიზნესისთვის: გრძელვადიანი ბიზნესსესხი, ყოველთვიური ან ინდივიდუალური/სეზონური დაფარვის გრაფიკით; ბიზნესოვერდრაფტი, დამატებით კლიენტის მოკლევადიანი ლიკვიდურობის გასაუმჯობესებლად; მოკლევადიანი ბიზნესსესხი - ერთჯერადი ოპერაციების დასაფინანსებლად; ბიზნესსესხების პარალელურად საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი დოკუმენტური ოპერაციების კუთხით, რაშიც იგულისხმება საბანკო გარანტიები, აკრედიტივი, და ა.შ. საკამოდ აქტიურად ითვისებენ ამ პროდუქტებს კლიენტები, რადგან საერთშორისო ვაჭრობის შემთხვევაში ანგარიშსწორების დროს ეს არის ერთ-ერთი უსაფრთხო მეთოდი. რაც შეეხება არასაკრედიტო პროდუქტებს, ძალიან კარგი პირობებით გვაქვს საოპერაციო მომსახურების კუთხით, შესაბამისად , დიდია მოთხოვნა აღნიშნულ მომსახურებაზე; - რატომ უნდა დავუკავშიროთ ჩვენი ბიზნესი ტერაბანკს? რაც ტერაბანკს სხვა ბანკებისგან გამოარჩევს, პირველ რიგში, არის მომსახურების მაღალი სტანდარტი. არ აქვს მნიშვნელობა, რა პროდუქტით სარგებლობს ჩვენს ბანკში ბიზნესი, ყველა კლიენტს ჰყავს თავისი მომსახურე ბანკირი და ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესასრულებლად მას შეუძლია მხოლოდ ერთ საკონტაქტო პირს დაუკავშირდეს - თავის პირად SME ბანკირს. ეს ადამიანი ზრუნავს, რომ ბიზნესკლიენტი დარჩეს მაქსიმალურად კმაყოფილი ტერაბანკის მომსახურებით და ჰქონდეს განცდა, რომ ბანკში მის ინტერესებს ითვალისწინებენ. გარდა მომსახურების მაღალი სტანდარტებისა, ავლაბრის ფილიალში შექმნილია სპეციალური გარემო ბიზნესისთვის, რომელსაც ჩვენ ბიზნესჰაბს ვუწოდებთ. აქ ფინანსური სახლის კონცეფციის მიხედვით შეთავაზებულია ძალიან მყუდრო და კომფორტული ინტერიერი მომხმარებლისთვის. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი შეხვედრების ოთახებით თავიანთი ბიზნესსაჭიროებებისთვის.
(NS)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)