23:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 12:05:03, 713 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ აპარატის თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში ვიქტორ დოლიძემ ოფისის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ახალი მინისტრი თანამშრომლებს მისმა წინამორბედმა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მგონია, რომ ეს ორი წელი ძალიან შედეგიანი იყო, რაც მთავარია ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც გაგრძელდება. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ბატონ ვიქტორს მოყვება ამ საქმეში, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი, ნაყოფიერი პერიოდი იწყება ამ ოფისის საქმიანობაში.“-აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა. თავის მხრივ, ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, იმისათვის, რაც აქამდე გაკეთდა. ჩვენ გვაქვს უკვე თანამშრომლობის გამოცდილება, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემები. ის, რაც აქამდე დათოსთან ერთად აკეთეთ თქვენ, არის ძალიან კარგი საფუძველი, რომ ზედნაშენები ჩვენც გავაკეთოთ. ძალიან ემოციური დღეა და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ.“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

ყოფილი მინისტრი დავით ბაქრაძე საქმიანობს აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის რანგში განაგრძობს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics