23:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-27 00:13:02, 1022 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: 2017 წლის ბიუჯეტის განხილვა უახლოესი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება

2017 წლის ბიუჯეტის განხილვა უახლოესი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბიუჯეტის განხილვასა და საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევა. მისივე განცხადებით, "საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაგრძელდება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე დაფუძნდება ფორმატი, რომლის საფუძველზე განიხილება თითოეული ცვლილება, რომელიც შეიძლება შევიდეს კონსტიტუციაში".

„უახლოეს დღეებში შემოვა პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი. ჩვენ წლის ბოლომდე ბუნებრივია დავამტკიცებთ ამ დოკუმენტს. გარდა ამისა დავიწყებთ მუშაობას სამუშაო გეგმაზე. ორშაბათს უკვე განიხილება ბიუროს სხდომაზე პირველადი გეგმა, ის კანონპროექტები, რომლის განხილვა განახლდება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics