23:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 22:29:30, 727 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია ენმ-ს: რომელ „რუსთავი 2“-ზე ლაპარაკობთ თქვენ, მედიის დამცველებო, ფეხქვეშ გათელეთ „იმედი“

რომელ რუსთავი 2“-ზე ლაპარაკობთ თქვენ, მედიის დამცველებო, ფეხქვეშ გათელეთ ტელეკომპანია „იმედში“ რომ შევარდით, - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნების" წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ნაციონალურ მოძრაობას".

ბესელიას განცხადებით, "დღეს ჩვენ გვყავს ასეულობით მსხვერპლი ოჯახების, რომელსაც ვერ ეყო ის ოთხწლიანი მუშაობა პარლამენტის და ვერ გავუმკლავდით ჩვენ იმ სიძნელეებს და დღეს გვსაყვედურობენ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვერ ვუსაშველეთ".

"რომელი თქვენგანი იღებს პასუხისმგებლობას, ვინც იმ ადამიანების გვარებს გვახსენებთ ამ ტრიბუნიდან, თითქოს მართლა გმირები იყვნენ, ვისი უშუალო მონაწილეობით და ვისი უშუალო შემოქმედებითაც დღეს ჩვენ გვყავს ასეულობით მსხვერპლი ოჯახების, რომელსაც ვერ ეყო ის ოთხწლიანი მუშაობა პარლამენტის და ვერ გავუმკლავდით ჩვენ იმ სიძნელეებს და დღეს გვსაყვედურობენ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვერ ვუსაშველეთ. რომელი თქვენგანი იღებს პასუხისმგებლობას და ვის ყოფნის გამბედაობა ილაპარაკოს, რომ იმ გუნდის გამგრძელებელია, ვისაც სამეგრელოში სამალავები ჰქონდა მოწყობილი და 20 ლარს უხდიდით ადამიანს, ვინც აუპატიურებდა სრულიად უდანაშაულოდ დატყვევებულ, გალიდან და მიმდებარე რაიონებიდან ჩამოყვანილ მძევლად აყვანილ ადამიანებს. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას?! რომელ რუსთავი 2“-ზე ლაპარაკობთ თქვენ, მედიის დამცველებო, ფეხქვეშ გათელეთ ტელეკომპანია „იმედში“ რომ შევარდით. ჩვენ იქ ძალიან ბევრი ვიყავით. თქვენ ტელეკომპანია იმედს რა უქენით ?! როგორ გადაუარეთ ჟურნალისტებს, ჯაშუშებად გამოაცხადეთ ჟურნალისტების დიდი ნაწილი. გიორგი აბდალაძესაც და ბევრ სხვას, მე პირადად ვიცავდი. რაც უშვებოდით ადამიანებს ციხეში თუ ციხის გარეთ? ვინ იღებს პასუხისმგებლობას ნავთლუღის სპეცოპერაციაზე, რაც ჩაიდინეს თქვენმა თანაგუნდელებმა? რა უქენით პოლკოვნიკ თეთრაძეს? პაატა ქარდავას რა უქენით ბატონო გიგა? იმ ადამიანს, როცა ომის დღეებში თქვენი მეგობრები გარბოდნენ და ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ, ის ადამიანი იქ იყო, სამეგრელოში, ქვა გამოაბეს ფეხზე და ისე დაახრჩვეს თქვენმა მეგობრებმა. ამ ისტორიის თანამოზიარენი ამ ტონალობაში ნუ გველაპარაკებით", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics