22:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 17:00:20, 743 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წამოსულ ბრალდებებს გადამეტებული ყურადღება დავუთმეთ

ამ დარბაზში 4 წლის განმავლობაში მე ვფიქრობ, ჩვენ "ქართულმა ოცნებამ" აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, გადამეტებული ყურადღება დავუთმეთ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წამოსულ, უმეტეს შემთხვევაში სიცრუეზე აგებულ, ბრალდებებსა და ქილიკს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, ეს დრო უნდა დასრულდეს და ახალმა პარლამენტმა მიდგომა უნდა შეცვალოს.

"ჩვენ არაფერი გვაქვს შესადარებელი წარსულთან, არც სტატისტიკის თვალსაზრისით. ყველაზე კარგი შედარება გააკეთა ჩვენმა ხალხმა არჩევნებზე და აგერ ვართ შედარებისთვის წარმოდგენილი რაოდენობის თვალსაზრისით. ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ, რომ ჩვენი ენერგია დავუთმოთ მუშაობას მთავრობასთან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და საპარლამენტო საქმიანობისთვის. მეტს გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვართ, მთავარი ოპონენტი ჩვენი თავის ჩვენვე უნდა ვიყოთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, საპარლამენტო კონტროლის უზრუნველყოფა და ეს უნდა გავაკეთოთ კონსტრუქციულ, გამართულ რეჟიმში. ამით ჩვენ არა თუ მოწინააღმდეგეები ვიქნებით, არამედ ერთად შევასრულებთ ჩვენი ქვეყნის საქმეს და ეს მოკრძალებული აზრი მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა", - განაცხადა სესიაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics