21:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 12:10:24, 678 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი თურქმენეთში მდგრადი ტრანსპორტის გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 26 ნოემბერს თურქმენეთში მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აშხაბადში თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და გაეროს ეგიდით ტარდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქმენეთის დედაქალაქში დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციას 80-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ასევე სხვა  წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პრეზიდენტი აშხაბადში გაეროს გენერალურ მდივანთან, ასევე თურქმენეთისა და ავღანეთის პრეზიდენტებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics