21:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 18:10:17, 704 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ რისკის ქვეშ დადგეს ეროვნული ბანკის ფუნქციონირება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ სინგლეტარი მედიას დღეს წარუდგინა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილების ვადა 3 დეკემბერს ეწურება.

„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი წუთით არ დაუშვათ, რომ რაიმე ტიპის რისკის ქვეშ დადგეს ეროვნული ბანკის გამართული ფუნქციონირება და მნიშვნელოვანია, რომ ეს სამივე ვაკანტური თანამდებობა სწრაფად იქნას შევსებული და დაკავებული", - აღნიშნა მედიისათვის გამართულ ბრიფინგზე კანდიდატების წარდგენისას გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად განიხილა აღნიშნული კანდიდატურები, რის შემდეგაც მათი პარლამენტში წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ ცალსახა კრიტერიუმები გვაქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით - ეს ადამიანები უნდა იყვნენ პროფესიონალები ფინანსების და ეკონომიკის სფეროში, უნდა იყვნენ თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან და აცნობიერებდნენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.

არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტია, რომელსაც ეროვნული ბანკის წევრობის ვადა დეკემბერში ეწურება.

მურთაზ კიკორია დღემდე „საქართველოს ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, მანამდე კი, „საქართველოს ბანკის" ფინანსური დირექტორის პოზიცია ეკავა.

რაც შეეხება რობერტ სინგლეტარს, იგი 2002- 2008 წლებში ფინანსური სექტორის განვითარების პროექტების დირექტორად მუშაობდა - 3 წელი მაკედონიის ფინანსური სექტორის პროექტში, 5 წელი კი, სომხეთის ფინანსური სექტორის პროექტში", - აღნიშნა მან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics