|
2016-11-24 17:40:07, 737 ნახვა
სამხედრო
„უორდროპის ქართულ-ბრიტანული დიალოგი“ სტრატეგიულ ფორმატში გადავიდა
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატმა - „უორდროპის დიალოგი“ სტრატეგიული ფორმატის სახე შეიძინა და „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგი“ ეწოდა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა „უორდროპის დიალოგის“ მესამე რაუნდის ფარგლებში მიიღეს. „უორდროპის დიალოგის“ პლენარული სესია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გაიმართა. სესიას, რომელიც პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო. გამომსვლელებმა ყურადღება საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის ფაქტორზე გაამახვილეს. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, დიდი ბრიტანეთის მხარდარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ხაზგასმით აღინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)