|
2016-11-24 15:33:24, 1418 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობას“: დღეს სასამართლოს ვეღარ აკონტროლებთ და დაზაფრულები ხართ
„ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე ვფიქრობ და ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი. „რუსთავი 2“-ის გარდა სხვა არხებსაც თუ მოუსმენთ, იქნებ უკეთ გაიგოთ რომელმა მინისტრმა რა თქვა“, - ასე უპასუხა იუტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას კითხვას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს და მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას ეხებოდა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ მას არც „რუსთავი 2“-ის და არც მისი მოწინააღმდეგის ბედი აინტერესებს. „ის გადაწყვეტილება რაღაცნაირად დახუნძლული მომეჩვენა, რომ იყო სტრასბურგის ზედმეტი ქეისლოთი და მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურებოდა. ბოდიშიც მოვიხადე, რომ ვაფასებ სასამართლო გადაწყვეტილებას და ისიც ვთქვი, მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე უკეთეს გადაწყვეტილებას დავწერდი მეთქი. სასამართლო გადაწყვეტილებების წერა ვიცი კარგად, ათი წელი სტრასბურგში ამას ვაკეთებდი. აქედან გამომდინარე არ ვიცი რა გიპასუხოთ, „რუსთავი 2“ -ის ბედი არ მაინტერესებს, არც მისი მოწინააღმდეგე მხარის ბედი მაინტერესებს, სასამართლოშია ეს დავა ყველამ თავის ადვოკატს და მის გაძლიერებას უნდა მიხედოს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი დღეს საერთო სასამართლოებს ვერ აკონტროლებენ. „ მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ საერთო სასამართლოების სისტემას, ეს ძალიან დიდი ტკივილია თქვენთვის. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, რომ ვერ ათამაშეთ ბათუმში ბოლომდე საკონსტიტუციო სასამართლო თქვენს ჭკუაზე და ის გეგმა ვერ განახორციელეთ, რომ არჩევნების შედეგებით საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აგეყირავებინათ ქვეყანაში სიტუაცია. მე დღეს მესმის, რომ თქვენ სასამართლოს ვეღარ აკონტროლებთ და ხართ დაზაფრულები. კიდევ ბევრი მიზეზი გაქვთ, რომ იყოთ დაზაფრულები და ახლა „ოცნების“ მინისტრობის კანდიდატებზე თავდასხმით უმტკიცებთ ვიღაცას ოდესაში, რომ ის „ნაციონალები ხართ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)