|
2016-11-24 13:05:22, 1143 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: 86 000 დევნილი ოჯახიდან, 36 500-ს სახელმწიფოსგან სახლი გადაეცა
„ჩვენი უწყების შრომის და ფინანსების 90% დევნილების პრობლემების მოგვარებაზე, ხოლო დანარჩენი მიმართულებები მიმართულია ეკომიგრანტების და ეკომიგრაციის პოლიტიკაზე“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ, პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც სუბარმა აღნიშნა, სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტი დევნილებზე ზრუნვა იქნება, მანამ, სანამ მათი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნდება არ მოხდება იმ ტერიტორიებზე, საიდანაც არიან ისინი დევნილები. „მანამდე მთავარია მათ ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება და ამ მხრივ მაქსიმუმი კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ 25 წელი გავიდა დევნილობიდან დღემდე არის ათასობით დევნილი ოჯახი, რომელიც არის უმძიმეს პირობებში და მათი საცხოვრებელი პირობები და შემოსავალი არ აკმაყოფილებს არანაირ ნორმალურ სტანდარტს. მთლიანობაში ამ წუთისთვის არის 86 ათასი დევნილი ოჯახი, ეს არის დაახლოებით 271 ათასი ადამიანი და ამ 86 ათასი დევნილი ოჯახიდან დაახლოებით 36 ათას 500 აქვს მიღებული სახლი სახელმწიფოსგან, რომ გავყოთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და მანამდე 19 წლის განმავლობაში ეს არის 26 ათასი დევნილი ოჯახი, რომელმაც მიიღო სახლი. ამ 26 ათასიდანაც დაახლოებით არიან ადამიანები, რომლებმაც საცხოვრებელი კოტეჯი თუ შესაბამისი კომპენსაცია მიიღეს 2008 წლის ომის შემდეგ და მეორე მესამედი არიან ის ადამიანები, რომლებიც ან ძალადობრივად იქნენ გამოყრილი მათ მიერ დაკავებული საცხოვრებლებიდან და მათ მიეცათ კომპენსაციები, რომლებსაც დღემდე ასაჩივრებს მათი ნაწილი ან არიან ადამიანები, რომლებსაც 2012 წლის არჩევნების წინ დაუკანონდათ საცხოვრებლები და ხშირ შემთხვევაში ისეთი პირობებით „ან მოაწერ ხელს დაკანონებას ან იძულებული იქნები დატოვო საცხოვრებელი სახლი“ და ბევრი მათგანი ასაჩივრებს დღემდე და სამინისტროს დიდი რესურსი იხარჯება ასეთი საქმეების შესწავლაზე“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)