19:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 16:20:42, 750 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აშშ-ში დეკემბრის შუა რიცხვებში გაემგზავრება

აშშ-ში ელჩობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში  დეკემბრის შუა რიცხვებში გაემგზავრება.

ბაქრაძემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც აშშ-ში ელჩად მუშაობის პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს:

„მე ვარ დანიშნული 5 დეკმებრიდან. ვვარაუდობ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ტენიკურად მზად ვიქნებით, რომ უკვე გავემგზავრო აშშ-ში. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია და ის მიმართულებები, რომელიც მოიცავს ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებებს, ეს იქნება ის ძირითადი სამუშაო სეგმენტი, რომელზეც გავამახვილებთ ყურადღებას, თუმცა არის სივრცეები, რომელიც ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივ თანამშრომლობაში, რომელსაც მაქსიმალურად ავითვისებთ. საქართველო არის ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-თვის, ასევე სტაბილური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი რეგიონის ქვეყნებისთვის. ეს არის ის ფაქტორები, რომელიც განაპირობებს აშშ-ს ინტერესს საქართველოში, ხოლო ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერა ეკონომიკური და ვაჭრობის საკითხები. ეს შეეხება რა საკვირველია ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმობა კულტურულ ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, საქართველოს უკეთესად წარმოჩენას”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics