19:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 15:49:44, 656 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური სამომავლო საქმიანობას საჯარო სამსახურში გააგრძელებს

ფინანსთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, სავარაუდოდ, სამომავლო საქმიანობას საჯარო სამსახურში გააგრძელებს. ხადურს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია, სად  იმუშავებს, თუმცა თქვა, რომ  მისი მომავალი საქმიანობის შესახებ, ისევ პრემიერი გააკეთებს განცხადებას:

 „მე ვარ   გუნდის წევრი, ვარ მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხოლო მომავალი საქმიანობის შესახებ ისევ პრემიერი გააკეთებს განცხადებას“,-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

კითხვაზე-რა იყო მთავარი შენიშვნა, ხადურმა განაცხადა, რომ არ იცის.

„ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ გაცილებით მეტი დრო მექნება ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის, ჩემს საყვარელ სტუდენტებთან  მეტი კომუნიკაციისათვის.ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა.მექნება კიდევ შესაძლებლობა, საზოგადოებას გავუზიარო ჩემი ხედვები გასულ 4 წელთან დაკავშირებით“,-განმარტა ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადურს ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics