2016-11-22 13:53:45, 1901 ნახვა
ეკონომიკა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 7 520 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 7 520 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ერთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
„მოთხოვნამ შეადგინა 7 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.750 პროცენტით, მაქსიმალური 10.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.750 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 10.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვმაია სებ-ის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან