11:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 10:11:01, 1505 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ბოჭორიშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზვიად ბოჭორიშვილი განზრახ მკვლელობის ჩადენაში დამნაშავედ სცნო, -ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ  2016 წლის 24 ივნისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზვიად ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა მის ნაცნობ ნიკა ჭკადუას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.

„ზვიად ბოჭორიშვილმა  სიტუაციის გარკვევის მიზნით იმავე დღეს  ნიკა ჭკადუა დაიბარა ქ.თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე განთავსებულ პარკში. შეხვედრისას ზვიად ბოჭორიშვილს და ნიკა ჭკადუას კვლავ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზვიად ბოჭორიშვილმა ნიკა ჭკადუას  დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. ნიკა ჭკადუა მიღებული ჭრილობის შედეგად  საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ზვიად ბოჭორიშვილი იმავე დღეს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად ბოჭორიშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics