2016-11-16 18:24:08, 828 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ყველაფერი მზადაა იმისათვის, რომ ახალმა პარლამენტმა სხდომა ჩაატაროს
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყველაფერი მზადაა იმისათვის, რომ ახალმა პარლამენტმა სხდომა ჩაატაროს. როდის გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა - პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.
"ჯერ გარკვეული არ არის თარიღი, სხდომის საორგანიზაციო ტექნიკური საკითხები დასრულებულია, ყველაფერი მზადაა იმისათვის, რომ ახალმა პარლამენტმა სხდომა ჩაატაროს. დღეს ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებიდან პრეზიდენტს მიეცემა საშუალება დანიშნოს სხდომა ხვალ, ზეგ, მაზეგ. ვნახოთ, რა იქნება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან