|
2015-03-20 20:42:05, 1986 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში საინჟინრო მესანგრეთა სიტუაციური სწავლება გაიმართა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო ბრიგადის სიტუაციური სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საინჟინრო-მესანგრეთა პირველი ბატალიონის სამხედროებმა დაბრკოლებათა კვანძი მოაწყვეს. საჩვენებელი სწავლებით ორკვირიანი საველე მომზადება დასრულდა. მასში საინჟინრო ბრიგადის 122 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. საველე წვრთნებისას სამხედრო მოსამსახურეება ისეთი საკითხები შეისწავლეს, როგორიცაა საამფეთქებლო საქმე, საინჟინრო ღობურების მოწყობა, ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო და შერეული ნაღმური ველების მოწყობა. საჩვენებელი სწავლების სცენარის მიხედვით, საინჟინრო ბრიგადის სამხედროებს თავდაცვაში მყოფი ოცეულისთვის საინჟინრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინათ, რაც პირობითი მოწინააღმდეგისათვის სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებისა და დანაღმული ველების შექმნას გულისხმობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)