15:16 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 12:25:15, 1756 ნახვა

ეკონომიკა
ოქტომბერში, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 14%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 102.5 მილიონი აშშ დოლარი (241.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 14.0%-ით (12.6 მილიონი აშშ დოლარით) მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.9 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 91.2% მოდიოდა.

გარდა ამისა, სებ-ის ცნობით, 2016 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მილიონი აშშ დოლარი (42.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.1 მილიონი აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics