14:10 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 18:24:37, 644 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით წარადგინა საქართველოს კანდიდატი, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ  საერთაშორისო ორგანიზაციის ასეთ მაღალ თანამდებობაზე საქართველო საკუთარ კანდიდატურას პირველად წარადგენს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა  სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში.

2005-2006 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2009-2010 წლებში მას ეკავა საქართველოს ეკონომიკის  განვითარების მინისტრის თანამდებობა.

მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ისეთ ინიციატივებსა  და რეფორმებს, რომლებმაც შემდგომში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევის პროცესი 2017 წლის მაისში გაიმართება, ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში,  რომელიც 33 ქვეყანას აერთიანებს.

აღმასრულებელი საბჭოს მიერ რეკომენდირებული კანდიდატის არჩევნები, ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში  2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics