14:10 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 12:30:46, 1300 ნახვა

პოლიტიკა
მოსალოდნელი ცვლილებები მთავრობაში - დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე შეცვლის

მთავრობის ახალი შემადგენლობა, სავარაუდოდ, ამ დღეებში გახდება ცნობილი. თუმცა, მანამდე უკვე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაციები მინისტრთა კაბინეტის მომავალ შემადგენლობასთან დაკავშირებით.

მაგალითად, ერთ-ერთი ინფორმაციით, შეიცვლება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.  მას ამ პოსტზე გავრცელებული ცნობით, ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს, რომელიც მცირე ხნით, სააკაშვილის  ხელისუფლების დროს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიცვლებიან  ფინანსთა, ეკონომიკისა და კულტურის მინისტრები. სავარაუდოდ, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს,  თავად ქუმსიშვილის ადგილს  კი- ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაიკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics