|
2016-11-11 15:50:32, 759 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბრიუსელში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსის მიწვევით იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ გახსნა. სამხედრო მაღალჩინოსნებმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სამხედრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსთან, შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალთან, გენერალ მაიკლ ბაიდენთან და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის შტაბის მეთაურთან, გენერალ პიერ დო ვილიესთან. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროკავშირის საწვრთნელი მისიის (EUTM RCA) მეთაურთან, გენერალ-მაიორ ერიკ ოტოკლიკ ღაისთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის ჩართვის საკითხი იყო. მან ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზე და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს მადლობა გადაუხადა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)