13:05 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 14:59:58, 665 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ცხოვრება გრძელდება

გავიდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ამ შენობაში შემოვაბიჯეთ და ბედნიერი ვარ, თუკი შევასრულეთ ყველა მოვალეობა, რაც ჩვენზე იყო დაკისრებული, - ამის შესახებ პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

დავით უსუფაშვილმა განსაკუთრებული მადლობა პარლამენტის მანდატურებს გადაუხადა.

„მადლობა იმას, ვინც უზრუნველყოფდა სხდომათა დარბაზში მშვიდობას, როდესაც რომელიმე დეპუტატს უმტყუნებდა ნერვები. ეს გუნდი იმით არის გამორჩეული, რომ აქ არიან სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, რაც ხელს არ გვიშველის, ვემსახუროთ პარლამენტს,  გვქონდეს ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა. მე ვისურვებდი, რომ ეს თვისება, რაც ახასიათებს პარლამენტის აპარატს, იყოს საქართველოს ახალ პარლამენტშიც, რათა განსხვავებულმა ადამიანებმა შეძლონ თანამშრომლობა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ეს გუნდი ისეთივე მოტივირებული იქნება ახალ პარლამენტშიც.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უკეთესი და უკეთესი პარლამენტი ეყოლება. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს, რადგან  ცხოვრება გრძელდება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics