13:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 19:36:46, 732 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: მზად ვართ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად განვაგრძოთ თანამშრომლობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც ჯანელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობა ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებსა და ხედვას ეყრდნობა.

"ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე, განუხრელად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობა ეყრდნობა ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებსა და ხედვას, რაც ფორმალიზებულია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. იგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. ქარტია წარმოადგენს 25-წლიანი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის ჩამოყალიბების შედეგს", - წერს მინისტრი.

მისივე თქმით, საქართველო აშშ-ს სანდო პარტნიორად და ერთგულ მოკავშირედ რჩება.

"ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის, რითაც საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ მხრივ საქართველო რჩება აშშ-ს სანდო პარტნიორად და ერთგულ მოკავშირედ და მომავალშიც გააგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საქმეში. ჩვენ მზად ვართ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად განვაგრძოთ თანამშრომლობა, გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და გავამტკიცოთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა", - წერს მიხეილ ჯანელიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics