13:04 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 16:23:46, 653 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის პრემიერი იმედოვნებს, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ გიულენის ექსტრადირებას მოახდენს

თურქეთის პრეზიდნეტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეაფასა და ქვეყნის მოსახლეობას წარმატებული მომავალი უსურვა.

როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება ახლო აღმოსავლეთში კარგ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს.

 “ვიმედოვნებ, რომ ამერიკელი ხალხის არჩევანი სასარგებლო ნაბიჯებს გამოიწვევს მსოფლიოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების მხრივ, ასევე ჩვენს რეგიონში დემოკრატიისა და განვითარებისთვის. ამერიკელმა ხალხმა კარგი არჩევანი გააკეთა და მსურს მათ წარმატება ვუსურვო”, - განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, "რესპუბლიკელი" კანდიდატის გამარჯვება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმაც დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ურთიერთობები ამერიკასა და თურქეთს შორის გაუმჯობესდება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებას მოახდენს.

"მეგობრული ურთიერთობები თურქეთსა და აშშ-ის შორის ისევ აღდგება, მას შემდეგ რაც ამერიკა თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში დაეხმარება და ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებას მოახდენს", - განაცხადა ილდირიმმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 290 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს. ცნობისთვის, გამარჯვებისთვის საჭირო იყო 270 ხმის მიღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics