11:57 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 22:33:33, 697 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: არჩევნებზე ე.წ. ისტერიული ფონი, რომელიც შეიქმნა, ორივე ძლიერ პარტიას აწყობდა

არჩევნებზე ე.წ. ისტერიული ფონი, რომელიც შეიქმნა, ორივე ძლიერ პარტიას აწყობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომ ჩამოვიდოდა საქართველოში, უფრო მეტად ართულებდა ვითარებას. მისივე განცხადებით, მან სააკაშვილის განცხადებების შესახებ უკრაინელ დიპლომატებსაც ესაუბრა.

"საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას. ეს ნიშნავდა იმას, რომ ვითარება ექსტრემალურ პირობებში გადავიდოდა. არჩევნები ისედაც დაძაბული ფონია და, როცა ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი ჩამოდის იმ ქვეყანაში, სადაც მას ეძებენ, ეს ძაბავს საარჩევო ველს. გვახსოვს სააკაშვილის განცხადებები უკრაინიდან ისეთ დონემდე ასული, რომ ჩვენ მოგვიხდა უკრაინის საელჩოს წარმომადგენლების მოწვევა და თქმა, რომ ჩარევა საარჩევნო პროცესში არის მიუღებელი.  ამ დროს პროცესები ორივე დიდი პოლიტიკური პარტიისთვის მომგებიანი იყო, ამომრჩევლის ნაწილი გაუცხოვდა ნაწილი კი დაიკარგა, მათ შორის ჩემი ხმაც დაიკარგა," - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics