|
2016-11-08 15:31:36, 1950 ნახვა
ეკონომიკა
მწვანე ქალაქში ლისზე შენი სახლი გელოდება
მწვანე ქალაქში ბინის შესაძენად მინიმალური დანაზოგიც საკმარისია. თიბისი ბანკის იპოთეკური სესხით ლისზე ბინის ყიდვა მხოლოდ 10 %-იანი თანამონაწილეობით არის შესაძლებელი. მწვანე ქალაქი ერთადერთი საცხოვრებელი კომპლექსია თბილისში, სადაც განაშენიანებული ტერიტორიის 80% მწვანე საფარს და დამატებით ინფრასტრუქტურას ეთმობა, დანარჩენი 20% კი - საცხოვრებელ სახლებს, რომელთა შორის არის დუპლექსი, თაუნჰაუსები და ვილები. თითქმის ყველა საცხოვრებელი ფართიდან თბილისის პანორამული ხედი იშლება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავნერგოთ ახალი, ჯანსაღი ცხოვრების სტილი საქართველოში. ჩვენ ვთავაზობთ არა მარტო კომფორტს, უმაღლეს ხარისხსა და სერვისს, არამედ სიმშვიდეს, სიმწვანეს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. ოჯახებს, ვისთვისაც ცხოვრების ჯანსაღი წესი პრიორიტეტულია, ჩვენთან საუკეთესო არჩევანის გაკეთება შეუძლიათ," - აცხადებს ნოდარ ადეიშვილი, „ლისი დეველოპმენტის" გენერალური დირექტორი. აქ უკვე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, ორი აკადემია (გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკული აკადემია და ბრიტანულ-ქართული აკადემია); აქვეა ლისის ტბის რეკრეაციული ზონა, გოგირდის აბანო, სავარჯიშო დარბაზი და აუზი. პროექტი 400 ჰა მიწის ფართობზე ხორციელდება, უკვე დასრულებულია პირველი უბანი და მიმდინარეობს მეორე უბნის მშენებლობა. მწვანე ქალაქი ლისზე უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია მსოფლიოში უძრავი ქონების სფეროში არსებული ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების International Property Award-ის გამარჯვებულია სხვადასხვა ნომინაციაში. „მსესხებელი, ვინც ბინის ღირებულების პირველად შენატანს 10 %-ს გადაიხდის, დანარჩენს ჩვენგან მიიღებს იპოთეკური სესხის სახით. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს ჩვენს იპოთეკურ ცენტრში, მასზე მორგებული პირობებით შეიძინოს ბინა და აიღოს იპოთეკური სესხი", - აცხადებს ნინო ყაჭეიშვილი, თიბისი ბანკის საცალო სესხების განყოფილების უფროსი. თიბისი ბანკი მსესხებლის შემოსავლის შესწავლას გამარტივებული წესით მოახდენს. სიახლეა არარეზიდენტი პირების შემთხვევაშიც, მათთვის სესხის ვადა 60 თვემდე გახანგრძლივდება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)