11:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 14:37:53, 717 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, აშშ-ის შეხედულება არ იცვლება

საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულება არ იცვლება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კელიმ აღნიშნა, აშშ-მ იცის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები რუსეთიდან გამომდინარე და შესაბამისად საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება.

“ძალიან კარგია, რომ აშშ-ში არ იცვლება შეხედულება საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. საგარეო პოლიტიკა იქნება იგივე. ჩვენ კარგად ვიცით ის გამოწვევები, რაც საქართველოს აქვს რუსეთიდან გამომდინარე. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის გადახედვა არ მოხდება ამ კუთხით. ჩვენ ყველანი ველოდებით 9 ნოემბერს და არჩევნების შედეგებს. რაიმე ცვლილებებს საგარეო პოლიტიკური კუთხით არ ველოდებით”, - განაცხადა იან კელიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics