11:04 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 12:31:41, 615 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი იქნება

ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველო ჩართულია, რაც ნატოს სამიტზე განისაზღვრა და მას შემდეგ, ამ მიმართულებით, კონსულტაციები არ წყდება. 

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საქართველო, შესაძლოა, პატრულირებასა და სხვა ასეთი ტიპის ოპერაციებში ჩაერთოს.

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროცესი ნატოში ჩვენი ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics