11:04 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-06 16:15:38, 816 ნახვა

პოლიტიკა
საპარალამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატების ვინაობა ცნობილია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ და ახალმა საპარალამენტო უმრავლესობამ, საპარალამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღო.

პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი იქნება შემდეგი კანდიდატურები:

-   პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე

-   პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი

-    პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ვოლსკი

-   პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ზვიად ძიძიგური

-   პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან - ილია ნაკაშიძე

-  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - არჩილ თალაკვაძე

-    ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე, თავმჯდომარის მოადგილე - დიმიტრისამხარაძე

-     აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია, პირველი მოადგილე -გელა სამხარაული, მოადგილე - ირაკლი შიოლაშვილი

-    განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში, პირველი მოადგილე - გენადი მარგველაშვილი, მოადგილე - გუგული მაღრაძე

-   გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა, პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი, მოადგილე - ენძელა მაჭავარიანი

-   დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია, პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე, მოადგილე - რევაზ არველაძე

-  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი

-    ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე -ირინა ფრუიძე, მოადგილე - ბექა ნაცვლიშვილი

-  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი, პირველი მოადგილე - ირაკლი ბერაია, მოადგილე - კობა კობალაძე

-         იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია, პირველი მოადგილე -ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე - დავით მათიკაშვილი

-   რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე - მერაბ ქვარაია, მოადგილე - კობა ლურსმანაშვილი

-   საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა, პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი

-    საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი, პირველი მოადგილე - გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე - შალვა კიკნაველიძე

-     საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე, პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე, მოადგილე - ირაკლი ბერაია

-    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე, პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე - ლევან კობერიძე

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული,  კონსულტაციები გრძელდება  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.
 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics