2016-11-06 15:27:43, 697 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტსაბჭოს სხდომას ახალარჩეული დეპუტატები შეუერთდნენ
" ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომას ახალარჩეული დეპუტატებიც შეუერთდნენ, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობით შეიკრიბებიან.
მარიამ ჯაშის განცხადებით, განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ჯაშის განმარტებით, მისთვის დიდი პატივი იქნება, საქართველოში განათლებისა და კულტურის მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებს უხელმძღვანელოს.
" ჩემთვის უცნობია ალტერნატიული კანდიდატები, თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ სხვა თანაგუნდელების კანდიდატურებიც იყოს განხილული",- აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან