2016-11-06 13:11:31, 710 ნახვა
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრები პარტიის ოფისში იკრიბებიან
" ქართული ოცნების" წევრები პარტიის ოფისში იკრიბებიან, სადაც 13:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყება.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე აქამდე გამართულ კონსულტაციებს შეაჯამებენ.
მისივე განმარტებით, ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებითაც შეჯერდებიან.
ბესელია ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ჯერჯერობით ალტერნატივა არ აქვს.
ამასთან, ბესელიას თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურაც განიხილება.
"ვიქნები იქ,სადაც ქვეყნისთვის საჭირო იქნება",- აღნიშნა ბესელიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან