2016-11-03 22:55:40, 701 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ადასტურებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება
საქართველო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. აღნიშნული ინფორმაცია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს თავად პრემიერმა დაუდასტურა.
ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საკადრო საკითხებზე, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში, გადაწყვეტილება პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა კვირას, 6 ნოემბერს ჩაინიშნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან