|
2016-11-02 10:34:50, 732 ნახვა
პოლიტიკა
ტომ მერინო: არჩევნების სამართლიანად ჩატარება ადასტურებს, რომ საქართველოში ხალხის აზრს პატივს სცემენ
ამერიკელი კონგრესმენი ტომ მერინო (რესპუბლიკელი - პენსილვანია) საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს. კონგრესმენის თქმით, ის ფაქტი, რომ თავისუფალი არჩვენები ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ უკვე მესამედ იმართება, დემოკრატიის გზაზე ქართველი ხალხის წინსვლაზე მიუთითებს. „სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელიც საქართველოში ტრადიციად იქცა, ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთავრობის ფორმირებას, ისე ხალხის აზრს. ვულოცავ საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარებას და რეგიონში დემოკრატიული ლიდერის სტატუსის მოპოვებას. ეს მიღწევა საიმედო გზავნილია მომავლისთვის და მე მოუთმენლად ველი ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებას", - ნათქვამია ტომ მერინოს განცხადებაში. კონგრესმენის განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)