|
2016-11-01 17:55:05, 1688 ნახვა
ეკონომიკა
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის სტანდარტის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა" (OECD) და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობით, გაიმართა გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის ახალი გლობალური სტანდარტის შესახებ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის გლობალური ფორუმის წევრ სახელმწიფოებში „ერთიანი ანგარიშგების სისტემის" (CRS) დანერგვის შესაძლებლობების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, ბანკების ასოციაციის, ფინანსური ინსტიტუტებისა და საკონსულტაციო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრას ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის გლობალური ფორუმის წარმომადგენლებთან ერთად, უძღვებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი. აღსანიშნავია, რომ ერთიანი ანგარიშგების სტანდარტი „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" მიერ დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე 2014 წლის სექტემბერში შემუშავდა და დღეისათვის მასში 100-მდე სახელმწიფოა ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)