|
2016-11-01 16:07:32, 1729 ნახვა
ეკონომიკა
„მ-100" მარკის მაზუთი ელექტრონული აუქციონით გაიყიდება
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეალიზაციოდ, ელექტრონულ აუქციონზე (www.eauction.ge), წარმოდგენილი აქვს ,,მ-100'' მარკის 50 027 583 კგ. მაზუთი. ქონება ინტერნეტ აუქციონზე ცხადდება 3 ლოტად. აუქციონების დაწყების თარიღია 2016 წლის 1 ნოემბერი, ხოლო დასრულების - 2016 წლის 30 ნოემბერი. ➡ პირი, რომელსაც სურს შეიძინოს აღნიშნული ქონება უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს შესაბამისი ელექტრონული ხელშეკრულების პირობებს, რომელშიც კონკრეტულად არის გაწერილი ქონების შეძენისა და გატანის პროცედურები. ➡ ქონება განთავსებულია შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის'' კუთვნილ #19, #21 და #23 მეტალის მიწისზედა რეზერვუარებში, შემდეგ მისამართზე: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. #2; ➡ სარეალიზაციო ქონების დათვალიერება შესაძლებელია სამუშაო დღეებში სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან" შეთანხმებით. ➡ ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ აუქციონებში, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" სერვისცენტრის მომსახურებით, მისამართზე - ქ. თბილისი, გულუას ქ. #4. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: +995 322 601 601
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)